ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.
ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.