პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა 100 კგ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ნახევარფინალურ შეხვედრაში შვეიცარიელი დანიელ აიხი დაამარცხა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ილია სულამანიძის მეტოქე ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს და უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოევს შორის გამარჯვებული იქნება.