ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეორმოცე ტურის შეხვედრები დაიწყო.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „ალბასეტე“ მიიღო, მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ ორი მატჩიდან ერთის მოგება და ერთის ფრედ დასრულება ყველანაირ ვარიანტში ჰყოფნის ლა ლიგა 1-ში გადასასვლელად.  

გიორგი ქოჩორაშვილი (flashscore - 6,5), რომელიც ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს, მინდორზე 77-ე წუთზე შევიდა.