დასრულდა ესპანეთის ლა ლიგის ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტურის შეხვედრები.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" გასვლაზე ვიგოში 2:2 იამაშა და ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა.
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას" რიგებში 37 მატჩში ითამაშა და 39 გოლი გაუშვა. მან კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა
„სელტა" - „ვალენსია" 2:2(0:1)
„ჟირონა" - გრანადა" 7:0(3:0)
„ოსასუნა" - „ვილიარეალი" 1:1(1:0)
„რეალ სოსიედადი" - „ატლეტიკო" 0:2(0:1)
„ალმერია" - „კადისი" 6:1(0:1)
„რაიო ვალიეკანო" - „ატლეტიკი" 0:1(0:0)
„რეალი" - „ბეტისი" 0:0
„ხეტაფე" - „მალიორკა" 1:2(0:0)
„ლას-პალმასი" - „ალავესი" 1:1(0:0)
„სევილია" - „ბარსელონა" 1:2(1:1)
ბომბარდირები
1. არტიომ დოვბიკი („ჟირონა) - 24 (7 თერთმეტმეტრიანიდან)
2. ალექსანდერ სერლოტი („ვილიარეალი") - 23
3-4. ჯუდ ბელინგენი („რეალი") - 19 (1 თერთმეტმეტრიანიდან)
3-4. რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა" - 19 (4 თერთმეტმეტრიანიდან)