პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 125 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მეოთხედფინალური შეხვედრები გამართეს
ქართველმა მოჭიდავემ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ გიორგი მეშვილდიშვილს შეხვდება.
მეორე ფინალისტი ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს და თურქ ტაჰა აკგულს შორის ნახევარფინალურ შეხვედრაში გაირკვევა.