ვანკუვერში, „ბი-სი პლეისზე“, D ჯგუფში მოხვედრილი ავსრალიის და თურქეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს.
თურქეთის და ავსტრალიის შეხვედრა სენსაციური არა, თუმცა, მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. თურქებს ბედი ნამდვილად არ სწყალობდა, მაგრამ ავსტრალიამაც ნამდვილად კარგად ითამაშა დაცვაში, იშვიათი შეტევების დროს კი ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.
პირველი გოლი თურქების კარში შეტევისას „უოტფორდში“ გიორგი ჩაკვეტაძის თანაკლუბელმა გაიტანა, მეორე კი გერმანიის ბუნდესლიგიდან გავარდნილი „სანკტ პაულის“ ფეხბურთელმა.
თურქეთი - ავსტრალია 0:2(0:1)
გოლები: 27' ნესტორი ირანკუნდა 0:1, 75' კონორ მეტკალფი 0:2




