ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს.

პირველად უკრაინაში 2022 წლის მარტის შეჭრის შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ევროპული ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შეხვდება. ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ (უეფა) ამ შეხვედრის ჩატარების შესახებ თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა. რუსეთის ნაკრები და კლუბები დისკვალიფიცირებულები არიან, მაგრამ ეს არ ვრცელდება ამხანაგურ შეხვედრებზე. მატჩი მოსკოვში 21 მარტს, „დინამოს" სტადიონზე გაიმართება, - წერს „ასოშეიტედ პრესი".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარა აზიისა და აფრიკის გუნდებთან, ერთხელ, 2023 წლის ნოემბერში კი კუბას უმასპინძლა.

2022 წლის ბოლოსთვის ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაგეგმილი მატჩი ბოსნიელი ფეხბურთელების წინააღმდეგობის გამო არ შედგა. 2023 წელს რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარა ბელორუსის, ჩინეთის, ირანისა და პარაგვაის წინააღმდეგ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია კვლავ ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას" კი ისევ აფინანსებს სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი".