ბოსტონში დღეს ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

შეჯიბრების სტარტზე პირველად ქალები გამოვიდნენ და მათ მოკლე პროგრამით იასპარეზეს.

საქართველოს სახელი მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ. რომელიც სტარტზე ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა, უაღრესად სუსტად იასპარეზა და მსაჯებისგან კატასტროფულად დაბალი შეფასება დაიმსახურა.

ანასტასია გუბანოვამ 47,31 ქულით 33 მონაწილეს შორის 28-ე იყო.

1. ალისა ლიუ (აშშ) - 74,58
2. მონე ჩიბა (იაპონია) - 73,44
3. ისაბო ლევიტო (აშშ) - 73,33

მსოფლიო ჩემპიონატის 24 საუკეთესო 2026 წლის მილანი - კორტინა დ'ამპეცოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, დარჩენილ 5 ადგილისთვის კი ფიგურისტები სექტემბერში, პეკინში, ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებენ.