კიშინიოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ ატაცში 152 კგ აჩვენა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
აკვრაში არჩილ მალაყმაძემ 173 კგ დააფიქსირა და მეცამეტე ადგილზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 325 კგ-ით არჩილ მალაყმაძემ მერვე ადგილი დაიკავა
1. ოსკარ რეიეს მარტინესი (იტალია) - (159+190)=349კგ
2. რაფიკ ჰარუტინიანი (სომხეთი) - (158+185)=343კგ
3. კრისტი რამადანი (ალბანეთი) - (151+186)=337კგ
8. არჩილ მალაყმაძე (საქართველო) - 152(147,152,156*)+173(173,182*182*)=325კგ