ლას-ვეგასში, 23 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დასრულდა ფინალური შეხვედრები 61-74-86-92 და 125 კგ წონით კატეგორიებში
125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა მოჭიდავე ალექსანდრე აბრამიშვილი ფინალში ირანელი აბოლფაზლ მოჰამად მოჰამად ნეჟადთან სუფად დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
92 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ყურაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში თურქი ფატიჰ ალთუნბაში 6:4 დაამარცხა.
ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის კონსტანტინე პეტრიაშვილი იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასში ორი დღის წინ დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა კობა ქარუმიძემ (55კგ), ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ანრი ფუტკარაძე (77კგ) და თორნიკე მიქელაძე (82კგ) საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა.



მოამზადა რაულ კაპანაძემ




