24-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მოკრივემ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. 

ლაშა გურულმა (63,5 კგ) მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახი მეტოქე ბაზარბაი მუჰამედსაბირი დაამარცხა და ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კრივში ოლიმპიური პრიზიორობა გაინაღდა.

აქამდე ისტორიაში ოლიმპიური მედალი მხოლოდ ორ ქართველ მოკრივეს, რამაზ ფალიანსა (1992) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000) აქვთ მოპოვებული, რომელთაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს