„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

მისივე თქმით, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გუშინ შეიყვანეს, სადაც მას კვლევები ჩაუტარდა.

„გუშინ საღამოს შემოიყვანეს კლინიკა „ვივამედში“. მას მაშინვე ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც დამაკმაყოფილებელი. დამაკმაყოფილებელი იყო კვლევის შედეგებიც, იყო მცირე ცვლილებები. მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ ხანგრძლივი შიმშილობის შედეგებზე. გაითვალისწინა მოსალოდნელი გართულებები, მიეცა რეკომენდაციები და გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

თემურ ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა.