თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამოეხმაურა.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას წარმატებით განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება.

„დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის ანგარიში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების თემებზე. გადადგმულია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, გვაქვს ხელშესახები წინსვლა, დედაქალაქის მერია წარმატებით განაგრძობს ამ
მიმართულებით საქმიანობას, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერაა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ახორციელებს 30-მდე პროგრამას, რომლებითაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ბენეფიციარი სარგებლობს; 2018-
2025 წლებში ჯამში 3. 842. 017 შემთხვევა დაფინანსდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე.

მერიის მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მიაწოდა.


ღონისძიებას, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.


პრეზენტაციაზე მერმა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედ იმ 30 პროგრამაზე ისაუბრა, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ღონისძიებაზე მიმოიხილეს დაავადებათა სკრინინგის პროგრამები, რომელთა ფარგლებში, უფასო პრეზენტაციაზე ისაუბრეს ტრანსპლანტაციის პროგრამის ღვიძლის გადანერგვის კომპონენტის დაფინანსებაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 60 შემთხვევა, დაფინანსება ერთ პაციენტზე 120 000 ლარია; აგრეთვე ისაუბრეს ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მკურნალობაზე, ასევე ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვის პროგრამაზე.


აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას დაემატა გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების პროგრამა და სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 900-მდე შემთხვევა დაფინანსდა.


პრეზენტაციის თანახმად, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა. ამჟამად აღნიშნული პროგრამით 2 400 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. 


უკვე დაანონსებული და ბიუჯეტში ასახულია ახალი პროგრამა, რომელიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას გულისხმობს. 


აღნიშნული პროგრამა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 100%-ით დააფინანსებს სოციალურად დაუცველ პირებს, ხოლო 80%-ით - ყველა სხვა მოსარგებლეს.