საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლს  თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

2024 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:

ზურაბ კახაბრიშვილს (ექიმი, პროფესორი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გუნდების მთავარი ექიმი);

მერაბ კილაძეს (ექიმი; პროფესორი);

გიორგი ჭუმბურიძეს (ექიმი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი);

დიმიტრი ბაზერაშვილს (ექიმი, პროფესორი);

გიზო გაბესკირიას (რეჟისორი);

გვანჯი მანიას (გეოგრაფი, ჟურნალისტი, მეცნიერი, თბილისობის დღესასწაულის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი);

ბიძინა სონღულაშვილს (ინჟინერი);

ნათელა ვასაძეს (ფილოლოგი, პროფესორი);

გელა ფარჩუკიძეს (დირიჟორი);

ნელი სალაძეს (სპორტსმენი, მწვრთნელი);

მზია აფრიდონიძეს (მუსიკოსი, მხატვარი);

გურამ ბათიაშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);

კახა ქორიძეს (არქიტექტორი, მსახიობი);

გოგი მარგველაშვილს (რეჟისორი);

თამაზ გოდერძიშვილს (მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი);

ნელი კობიაშვილს (ჟურნალისტი, პუბლიცისტი);

გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი);

ვახტანგ ცუხიშვილს (არქიტექტორი); ზურაბ ყიფშიძეს (მსახიობი);

გურამ კალანდაძეს (გეოლოგი);

ნელი ბერაიას (მსახიობი და მხატვარი);

თენგიზ გაჩეჩილაძეს (პედაგოგი, ჟურნალისტი);

თეიმურაზ ლეჟავას (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, გენეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოში);

ოლესია თავაძეს (მხატვარი).