ვაკის  გამგეობა რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამჯერად, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის N1 კორპუსის გარე და შიდა ტერიტორიებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

აღნიშნულ მისამართზე ჩატარდა წყალარინების ქსელის მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოები - გამოიცვალა საკანალიზაციო მილები და ჭები, რის შემდეგაც, 3 000 კვ. მ ფართობზე გზის საფარი განახლდა. გარდა ამისა, კორპუსში  ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა. ამ ეტაპზე კი, სადარბაზოებთან გარე კიბეების განახლება იწყება.

ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 621 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესთან და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.