უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 30 წლის მიშა მაზანაშვილი გუშინ ბახმუტთან შეტაკებისას დაიღუპა.
ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ოჯახიც. ახლობლების ცნობით, მიშა მაზანაშვილი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებიდან იბრძოდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.