თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნით თენგიზ ცერცვაძის ოცნება ასრულდა.
„მიხარია რომ ასეთი კარგი დაწესებულება გაიხსნა., მაგრამ ძალიან გული მწყდება, რომ თენგიზი ამას ვერ მოესწრო. ეს იყო მისი დიდი ხნის ოცნება. მას ბევრი შრომა და ენერგია აქვს ჩადებული ამის მიღწევაში, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. მინდა წარმატება ვუსურვო მის სახელოვან კოლექტივს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის მეუღლემ.
თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა.