თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.
ნაწილობრივი შეზღუდვა 1 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!