მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.
ნაწილობრივი შეზღუდვა 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.