თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, "სირცხვილიას" აქტივისტები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს - 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა. - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.“