თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით იყო აღძრული - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მოსამართლემ ქაცარავას მიმართ წვრილმან ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა.
თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით ქაცარავა "ფეისბუკში" გამოეხმაურა.
"როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ მცნო დამნაშავედ 173 მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფა.
ჯარიმა 2000 ლარი და 2 წლით იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა.
დასკვნა?
სასამართლო წარმოადგენს ქოცნების ბრმა იარაღს და არ უნდა გვქონდეს ილუზია მის რამე სახით დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
26 ოქტომბერს რუსული ოცნება უნდა გავუშვათ მის ორგანულ, მშობლიურ წიაღში, რუსეთში.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს, რომელსაც რუსეთს საჩუქრად უმზადებს ქოცმთავრობა.
UPD - მოსამართლე - კობა ჩაგუნავა.
მაინც, იყოს სამახსოვროდ." - წერს დავით ქაცარავა.