სამუშაო შეხვედრაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარი წევრი ირაკლი ხელაძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე მონაწილეობდნენ.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სააგენტოს მიერ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნაძალადევის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები. საუბარი შეეხო თბილისის მასშტაბით სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროებებს.
შეხვედრაზე დაიგეგმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების სამომავლო შეხვედრა თბილისის რაიონების მაჟორიტარ წევრებთან და მერიის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.