თბილისის მერიის განცხადება
"თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ვაკის რაიონში, ლისის ტბის მიმდებარედ, სატყეო ზონაში სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და ხეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტების აღსაკვეთად სპეციალურ ღონისძიებას ახორციელებს.
ღონისძიების ფარგლებში, დემონტაჟი განხორციელდება სატყეო ზონაში მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და შემოღობვების. ასევე, მიწის მოჭრისა და ხეების დაზიანების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
ღონისძიების შედეგად, არსებული სატყეო ზონა და უნიკალური ფიჭვნარი შეუნარჩუნდება დედაქალაქს." -