საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც თავისი ვაჟის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საკითხები განიხილება, სულხან მოლაშვილის საპატიმროში ყოფნის პირობებს იხსენებს და აცხადებს, რომ „აუტანელი პირობები იყო“.
„საკანში აუტანელი პირობები იყო. დასაჯდომი სკამი არ ჰქონდა, სინათლე არ ჰქონდა, რაღაც ერთი ჭუჭრუტანა იყო პირი რომ მიედო ადამიანს და ესუნთქა. საკანში საჭმელი მიუტანიათ და ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა საჭმელი. საჭმელსაც არ აჭმევდნენ წესიერად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კი არ მომიკლეს შვილი, დანა კი არ გაუყარეს, შუბლში ტყვია კი არ დაახალეს, ნელი სიკვდილით მომიკლეს“.- განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.