Საზოგადოება ,, ქართულის" თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი ლაშა ბუღაძეს პასუხობს, რომელმაც გუშინ საგამოძებო კომისიაში ნონა გაფრინდაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა.
"ლაშა ბუღაძეს უთქვამს, ნონა გაფრინდაშვილი წითელი ნომენკლატურის წარმომადგენელიაო. ჯერ იმით დაიწყოს, რომ ნონა გაფრინდაშვილს არ უხატია და უძერწია ლენინის პორტრეტები (და ამით არ მიუღწევია რაიმესთვის) და წითელი ნომენკლატურის ყველაზე ბანძი, უნიჭო და ლუმპენ-წარმომადგენლის შვილი, წითელ ნომენკლატურაზე და, მით უმეტეს, ჩვენი ერის გამორჩეულ შვილებზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს... მეორეც, თავად ეგ, საშუალო ნიჭის იუმორისტ-ფელეტონისტ-მწერლუკანა, მარტო მიშისტი ნომენკლატურის კი არა, თუ რაიმენაირი ნომენკლატურა არსებობდა, ყველაფრის წარმომადგენელია ოჯახ-სამეგობროთი - კომკავშირით და კომუნიზმით დაწყებული, მერე შევარდნაძის, მერე ნაცების, მერე, "ქართული ოცნების" დასაწყისში - თავის სადაქალოსთან ერთად, ბიძინასი, მერე - მამუკა ხაზარაძის და ეხლა - კეზერაშვილის და ნაყოფიას - ყველა მთავრობის და ყველა მდიდრის ფულითა და გადმორიცხვებით "იღწვის" სააკაშვილის და გვარამიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად... და, მესამე - სულ რომ სკკპ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი, ეს ვერაფრით ვერ სცვლის და აუქმებს იმ მწარე და საზარელ ამბებს რაც მოჰყვა; არ ათეთრებს, ლაშა ბუღაძე ვის ძუძუსაც სწოვს და ვის პროპაგანდა-სიბინძურესაც ავრცელებს დღეს - იმ სადისტების პარტიის დანაშაულებს. წითელი ნომენკლატურა რომც იყოს ჩვენი საამაყო ქალბატონი და მსოფლიო ლეგენდა, რაც მან ისაუბრა დღეს კომისიაზე, სწორედ ეგ აუტირებს შვილის ცუდად გამზრდელ დედებს სხვადასხვანაირ ლაშა ბუღაძეებს და კეზერაშვილის დაფინანსებაზე მყოფ სხვა "ოლეებს"... ვინაიდან, ეს კომისია იქნება ნაცების დამსრულებელი და გამაქრობელი ქართული ნიურნბერგის პროცესი, ვუნდერკინდის იმიჯში უსაშველოდ ჩარჩენილო ლაშაბუღაძევ..." - წერს ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.