"ის გინების "სიმღერები" და ეს გვარამიას საქციელები - ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური "სახალხო" პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა..."- ამის შესახებ "ქართული" - ს თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ნაცებში მარტო ძველ ნაცებს არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილი და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ ნაცებსაც ვგულისხმობ.

ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება.

დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს - 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ.

ის გინების "სიმღერები" და ეს გვარამიას საქციელები - ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური "სახალხო" პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა..."- წერს სვიმონ ჯანგულაშვილი