ორგანიზაცია, რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა ნახევარ წილში უზის ავტორებს - ამის შესახებ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ “პოსტივის” ეთერში, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ჯისიეი-ს საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„სწორედ იმის გამო, რომ ადამიანები იყვნენ უკმაყოფილო ამ კონკრეტული ასოცოიაციის ჯისიეი-ს საქმიანობით, შეიქმნა ალტერნატიული ორგანიზაცია „გერა“, რომელთანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე გვჭირდება მყარი მექანიზმები, რომ მათთანაც ჩატარდეს შემოწმება. ჯისიე ამ ახალ ორგანიზაციას უწოდებს ხან უკანონო წარმონაქმს, ხან პრორუსულ ორგანიზაციას და ამაში ჩვენ, საქპატენტს გვდებს ბრალს, რომელსაც არასდროს არცერთი თეთრი, არცერთი ავტორის ჰონორარიდან არც მიუღია, არც მიიღებს, რადგან ეს არც არის მისი უფლებამოსილება, და ორგანიზაცია, რომელიც ავტორთა ჰონორარების შეგროვება განაწილებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც არასამეწარმეო პირია და რომელსაც ერთადერთი ვალდებულება გააჩნია, სამართლიანად შეაგროვოს და გაანაწილოს ჰონორარები, რისთვისაც ის წესდების მიხედვით იღებს საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, შეგროვებული ჰონორარების 20%-ს, ნაცვლად ამისა ნახევარ წილში უზის ავტორებს და ახლა ამბობს, რომ თურმე საქპატენტი, რომელმაც გაბედა, თავისი პასუხისმგებლობა ამდენი წლის შემდეგ პირველად შეასრულა, 2 ათეული წელია, რომ პრაქტიკულად არ შესრულებულა ასეთი აუდიტი და როცა დღეს, პირველად საქპატენტმა გააკეთა ის, რაც ევალება, რასაც კანონი ავალდებულებს და ათასობით ავტორის წინაშე მოიხადა ვალი და უბრალოდ ფაქტი დადო. შეფასებებიც კი არ გაგვიკეთებია, ვიდრე დღეს გამოვიდა და უკადრებელი არ იკადრა, კიდევ აქეთ დაგვაბრალა, ინტერპრეტაციებს ვახდენთ თურმე. ციფრები ინტერპრეტაციებს არ ექვემდებარება“- განაცხადა სოსო გიორგაძემ.
ცნობისთვის, "საქპატენტმა" საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.