„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.
„პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება. მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, პროცედურების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების გადაუდებელი, სასიცოცხლო საჭიროება იყო. ახლა სიტუაცია მართულია, თუმცა, მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“, - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.




