სვანეთისკენ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე  (სოფ. ბარჯაში) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.