საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სესია ნოვრუზ ბაირამის მილოცვით გახსნა.
მისი განმარტებით, ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის და განახლების დღესასწაულია.
„მსურს, ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის შემოსვლის, განახლების დღესასწაული მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც ამ დღეს აღნიშნავს და მინდა ყველას ვუსურვო მშვიდობა მათ ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.