რუსთავში, მდინარე მტკვარში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურისა და კრიმინანლური პოლიციის ეკიპაჟების თანამშრომლები.