საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტს, ანა ბროლაძეს აქციის მონაწილეთა ნაწილი პირდაპირი ჩართვის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა.

აქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა შეძახილები, მათ შორის, „გააშუქეთ სიმართლე“, „პირველი არხი ჩვენია“, „ეთერი ხალხს“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“.

პირველი არხის ჟურნალისტმა რამდენჯერმე მოუწოდა აქციის ამ მონაწილეებს, მიეცათ საშუალება, თავისი მოვალეობა შეესრულებინა.