12 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვის ტექსტის სოციალურ ქსელში მიცემული ინტერპრეტაციის თაობაზე, საქართველოს საპატრიარქოს დამატებით შენიშვნას აქვეყნებს:
მცირე შენიშვნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამა წლის 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება.
შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო" - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვაშია ნათქვამი.
პატრიარქი მიმართავს მრევლს „შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს“.