საქართველოს ახალგაზრედა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და განცხადებას ავრცელებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, საიას აგრძელებს ბრძოლას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე.

 საია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას.

 საია მოითხოვს:

 ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას

 არჩევნების შედეგების გაუქმებას

 ხელახალი არჩევნების დანიშვნას

 ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია.

ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას. - ნათქვამია საიას გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც "ფეისბუკზე" გავრცელდა.