წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე - ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ასევე, ჩაიკეტება კლდიაშვილის ქუჩის ნაწილი (გ. დოლიძისა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი).
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით; დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან.
მიკროავტობუსები: N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები: N362, N368 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით, ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.