თბილისის სააპელაციო სასამართლომ წალკისა და თეთრი წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ სქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფუილა, რომელიც მოსარჩელე მხარე იყო თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში.
დღეს, სააპელაციოს გადაწყვეტილების მიღებამდე სქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია: სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე სხდომა, რომელიც ახლა 22 უწყვეტ საათს აჭარბებს, ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას
ასევე, 2024 წლის 6 ნოემბერს საიამ გაავრცელა ინფორმაცია, აღნიშნულია:
"საზოგადოებას ვუზიარებთ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს.
⭕ აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია.
❗️განსაკუთრებულ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.
იხილეთ სააპელაციო საჩივარი: https://shorturl.at/WzEpQ