რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარს ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ქალმა ფიცრულის დატოვება ვერ მოახერხა და ადგილზევე დაიღუპა.
ფიცრულში ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობლისგან გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
ფოტო არ ასახავს რეალობას.