რიგითი მომხმარებლისთვის ლიფტი ყოველდღიური ცხოვრების რუტინული ელემენტია, რომელზეც ბევრს არ ფიქრობს. კანონმდებლობა კი მას გაცილებით უფრო სერიოზულად უყურებს: სამართლებრივი თვალსაზრისით, ლიფტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტია. ეს სტატუსი ავტომატურად გულისხმობს ექსპლუატაციის მკაცრ სტანდარტებს, რომელთა დარღვევაც მფლობელისთვის მძიმე იურიდიულ შედეგებს გულისხმობს. 

ლიფტი რთული საინჟინრო დანადგარია, ამიტომ რიგითი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელია მისი გამართული უზრუნველყოფა კვალიფიციური პარტნიორის გარეშე. თქვენი არჩეული ლიფტების კომპანია უნდა ზრუნავდეს როგორც ტექნიკურ გამართულობაზე, ისე გეხმარებოდეთ სამართლებრივი რისკების მართვაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შენობის (და ლიფტის) მფლობელს შეუძლია დანადგარის მოვლა სრულიად ტექნიკურ პერსონალს გადააბაროს — საბოლოო ჯამში, პრობლემების შემთხვევაში იურიდიული პასუხისმგებლობა სწორედ მესაკუთრეს ეკისრება. მესაკუთრესა და დამსაქმებელს — მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ხშირად ფართს მხოლოდ ქირაობს.

ხშირად ეს პროტესტსაც იწვევს ბიზნესის მფლობელებში. ბევრი ფიქრობს, თუ ფართს მხოლოდ ქირაობენ, მაშინ ლიფტის ტექნიკური გამართულობა მათი თავის ტკივილი არ უნდა იყოს და გაუმართაობით გამოწვეულ პრობლემებზე პასუხისმგებლობაც სრულიად მფლობელს უნდა ეკისრებოდეს. მაგრამ საქართველოს  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მკაფიოდ მიჯნავს „სამუშაო ადგილსა“ (მაგ: თქვენი მაგიდა) და „სამუშაო სივრცეს“. თუ თანამშრომელი ოფისში მოსახვედრად ლიფტს იყენებს, კაბინა ავტომატურად ხდება სამუშაო სივრცის ლეგალური ნაწილი. შესაბამისად, თანამშრომლის უსაფრთხო გადაადგილებაც დამსაქმებლის ვალდებულება ხდება. 

ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ძვირად ფასობს. „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსის“ მიხედვით, რომ ლიფტები, როგორც ტექნიკური პროდუქტი, უსაფრთხო უნდა იყოს ადამიანისთვის. თუ დამსაქმებელმა იცის ხარვეზის შესახებ და მაინც რთავს პერსონალს ლიფტით სარგებლობის ნებას, ინციდენტის შემთხვევაში ის პასუხისმგებლობას იზიარებს შენობის მფლობელთან. 

ყველაზე მცირე სასჯელი ადმინისტრაციული ჯარიმაა. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტი, იმავე კოდექსის მუხლი 29, პუნქტი 3, პასუხისმგებელ პირს 500 ლარის ჯარიმას უწესებს, რომელიც განმეორების შემთხვევაში 1000 ლარამდე იზრდება. კიდევ უფრო მძიმეა შედეგი, თუ ინსპექტორი აღმოაჩენს „კრიტიკულ შეუსაბამობას“ — ამ დროს ლიფტი ილუქება და მისი ექსპლუატაცია იკრძალება ხარვეზის სრულ აღმოფხვრამდე. 

თავის დაზღვევისთვის საჭიროა რეგულარული მონიტორინგი. კანონი მოითხოვს, რომ ლიფტების ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდეს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ აკრედიტებული ორგანოს მიერ. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ექსპლუატაციის ჟურნალი, სადაც დეტალურად აისახება ყველა სერვისი თუ შეკეთება, რაც ლიფტს ჩაუტარდა. ინციდენტის შემთხვევაში, ამ დოკუმენტს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს — ის სასამართლოში წარდგება, და მისი მიხედვით გადაწყდება დაიცვა თუ არა ლიფტის მფლობელმა საჭირო რეგლამენტები. 

საქმე ყოველთვის ადმინისტრაციული ჯარიმით, სამწუხაროდ, არ შემოიფარგლება. თუ ლიფტის გაუმართაობის გამო ადამიანმა დაზიანება მიიღო, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი (მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობა) აძლევს მას უფლებას, მოითხოვოს სრული კომპენსაცია მკურნალობისა და მიყენებული ზიანისთვის. ეს თანხები ხშირად ათეულობით ათას ლარს აღწევს, რაც ბევრად აღემატება პროფილაქტიკის ხარჯებს. 

არ აქვს მნიშვნელობა შენობა სრულად კომერციულ ობიექტს ეკუთვნის (მაგ. სასტუმრო ან სავაჭრო ცენტრი), თუ შენობაში სადაც საოფისე ფართი და სტანდარტული საცხოვრებელი ერთადაა განლაგებული. თუ თქვენ მართავთ ბიზნეს ცენტრს ან ხართ მსხვილი მოიჯარე, თქვენს ინტერესშია სამგზავრო ლიფტი რეგულარულად შეამოწმოთ, მოითხოვოთ ინსპექტირების ოქმი და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.

ინდუსტრიულ ობიექტებსა და საწარმოებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ — მათი დატვირთვა გაცილებით მაღალია, შესაბამისად, ცვეთის კოეფიციენტიც იზრდება. თუ ობიექტზე ფუნქციონირებს დიდი სატვირთო ლიფტი, მაშინ განსაკუთრებული ყურადღებაა ექცევა როგორც მის საერთო ტექნიკურ გამართულობას, ისე სწორი ექსპლუატაციის პირობების ზედმიწევნით დაცვას. სატვირთო ლიფტის სწორი მოვლა და გამოყენება პირდაპირ კავშირშია შრომის უსაფრთხოებასთან. ლიფტის მოვლა არ არის მფლობელისა თუ დამსაქმებლის „კეთილი ნება“ — ეს მათი კანონით განსაზღვრული ვალდებულებაა.

ლიფტში უსაფრთხო გარემოს შექმნის ყველაზე ეფექტური გზა პრევენციული მართვის სისტემაა. კვალიფიციური მომსახურება სანდო პარტნიორისგან, დროული ინსპექტირება და პერსონალის სწორი ექსპლუატაციისა და ლიფტში უსაფრთხოების წესებზე ინფორმირება მნიშვნელოვნად შეამცირებს უბედური შემთხვევების რისკებს.