ძვირფასო მეგობრებო,
ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი გულშემატკივრობს ახალგაზრდა კოპმოზიტორს და პიანისტს ცოტნეს (14 წლისაა!).
ზაფხულში, ვერბიეს ფესტივალზე მოწმე გავხდი ცოტნეს ტრიუმფისა - გამოჩენილმა მუსიკოსებმა მის შესრულებას ისტორიული უწოდეს. ახლახან კი გავიგეთ, რომ ცოტნეს ჩანაწერები ვერბიეს ფესტივალის ოქროს დისკშია შეტანილი. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად ცოტნეს დეკემბრის ამ დღეებში, ჰააგასა და ბრიუსელში, ევროპალიის ფესტივალზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნემ უკვე დაიმკვიდრა გამოჩენილი კომპოზიტორის და შემსრულებლის სახელი მთელ მსოფლიოში. - ამის შესახებ ცოტნე ზედგენიძოს ოჯახის წევრი, პეტრე მამრაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ (ბევრმა თქვენგანმა ეს კარგად იცის), რომ ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ცოტნეს უფროსი მეგობრის (და მთელი ჩვენი ოჯახის მეგობრის), ცნობილი იურისტისა და ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის შეუპოვარი ბრძოლა ცოტნეს და მისი დის, ნინიკოს საუკეთესო ინტერესების დასაცავად. რთული ბრძოლა გამოდგა. ბატონ არჩილს მოუწია ყბადაღებულ კორუფციასთან, უსამართლობასთან და კოშმარულ ცილისწამებასთან დაპირისპირება. მოწინააღმდეგე მხარის ყველა ,,არგუმენტის’’ დასაბუთებული გაქარწყლება. ეს ყველაფერი დიდ შრომას, ენერგიას და ნერვების სიმტკიცეს მოითხოვდა. ბატონმა არჩილმა ეს უმაღლეს დონეზე შეასრულა და შედეგიც სახეზეა! ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამას ყველაფერს აკეთებს და აკეთებდა სრულიად უანგაროდ.
დიდი მადლობა ბატონ არჩილს და მთელ მის გუნდს! დიდ წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ მომავალშიც!" - წერს პეტრე მამრაძე "ფეისბუკში".