ა.წ. 27 დეკემბერს წმ. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პატრიარქის ნათლულებთან (ნაწილთან) შეხვედრა. ღონისძიებაზე მისი უწმინდესობის ნათლულთა გუნდმა (ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე) შეასრულა სიმღერები და საშობაო საგალობლები.
დეკანოზმა შალვამ (კეკელია) დალოცა ბავშვები, მათი მშობლები, და-ძმები, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ესაუბრა ქრისტიანული სწავლების შესახებ.
მსგავსი შეხვედრები მისი უწმინდესობის კურთხევით და საპატრიარქოს ნათლულებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლების ორგანიზებით პანდემიამდე რეგულარულად ტარდებოდა და მომავალი წლიდან კვლავ განახლდება. იგი მიზნად ისახავს ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს და საუბრების ჩატარებას ქრისტიანულ თემებზე.