საქართველოს რკინიგზა - ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა.

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

„გომი-აგარის გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.