გუშინ დამთავრდა რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციის პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდა.
„აბიტურიენტთა სტატისტიკაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. წინა წლების ტენდენციებს თუ გადავხედავთ, აბიტურიენტების მხრიდან უფრო მეტი მოთხოვნაა სამართალზე, ბიზნესს ადმინისტრირებაზე, ჟურნალისტიკაზე და რაც ჩვენთვის ყველაზე სასიხარულოა, მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა საინჟინრო მიმართულებებზე.
მათთვის, ვინ დარეგისტრირდა, იწყება მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავს 15 აპრილის 18:00 საათს. ამ დრომდე ნებისმიერ პირს შეუძლია როგორც საგნების ჩამონათვალის, ასევე საგამოცდო ენის ცვლილება“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.