ჩემი ჯანმრთელობა არ მაძლევს საშუალებას აქტიურად ვიბრძოლო იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მიშას მიმართ არის გაჩაღებული - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღე და ღამე მუდმივად მიშაზე ფიქრი მიტრიალებს თავში.სამწუხაროთ ჩემი ჯანმრთელობა არ მაძლევს საშუალებას აქტიურად ვიბრძოლო იმ უსამართლობის წინააღმდეგ რომელიც მიშას მიმართ არის გაჩაღებული.რა ვქნა,რით დავეხმარო - გული მაქვს გახეთქვაზე.რა ხდება,რას მოვესწარი-ადამიანს ცოცხლად კლავენ იმისთვის რომ გაბედა და მოინდომა ჩვენი საქართველო მოეგლიჯა რუსული ორბიტიდან და კიდევაც მოახერხა.კლავენ იმისათვის რომ შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა,სახელმწიფო სიმვოლიკები-ქართული დროშა,ქართული ჰიმნი-ქართული ჰიმნი, რომლის ლეიტმოტივი-ძალა ერთობაშია.შექმნა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები,აღადგინა და ააშენა ახალი ქალაქები.საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა საკუთარი თავის რწმენა,რწმენა მომავლის და იმედი ხვალინდელი დღის.შექმნა ე.წ. მიშას თაობა.გასაქანი მისცა ადამიანების ნიჭს,პრიორიტეტად აქცია განათლება.გააცნო მთელ მსოფლიოს ჩვენი ყოფა,უძველესი კულტურა.კლავენ ადამიანს,რომელმაც მოახერხა რიგითი ადამიანების ინტეგრაცია ქვეყნის მშენებლობის პროცესში,შეამცირა უმუშევრობა.შექმნა ქვეყნის სიძლიერის სიმბოლო,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ქართული ჯარი.ვაი ჩვენ ყოფას-ამისთვის ისჯება და კლავენ? უფალის გეშინოდეთ.ყველას თავისი მიეზღვევა ადრე თუ გვიან.კარგად დაფიქრდით,მოკლე მეხსიერება მძვინვარებს ჩვენში.მიშა უნდა გადარჩე და ნამდვილად გადარჩები.მე ამის მჯერა.მიყვარხარ და ვამაყობ შენით“ - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.