თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე ისაუბრა. 

საკრებულოს წევრმა  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს  მიმართა და აღნიშნა, რომ  თითოეულ მათგანს  აქვს ინფორმაცია, თუ რაში იხარჯება გაზრდილი ბიუჯეტი.

„ბიუჯეტში  თანხა ამ მიმართულებით  განსაზღვრულია ახალი ლაბორატორიების, საოპერაციოების  შექმნისთვის.  ჩვენ და თბილისის მერიას  გვაქვს შემუშავებული სტრატეგია, ასევე ურთიერთობა საერთაშორისო კომპანიებთან და შესაბამისი მითითებებით ვმოქმედებთ. შექმნილია სათანადო კომისია და შეგიძლიათ გააკონტროლოთ, რამდენად ასრულებენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას.  შეგახსენებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ  თავშესაფარში დაფინანსება გაორმაგებულია,

რაც ხელს შეუწყობს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის სწორ მართვას,  ვაქცინაციას, სტერილიზაციას და ა.შ.  ეს პროცესი ეტაპობრივად მიიწევს წინ “, -  განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.