გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. შესაბამისი პროექტი ამ ეტაპზე, მუხიანში, ლაგურაშვილის N3 კორპუსთან დასრულდა.
შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 78 665 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.