ნაძალადევის რაიონის გამგეობა ზღვის უბნის დასახლება მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში N24-25-26 საცხოვრებელ კორპუსებთან არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
პროექტის მიხედვით, 2400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო - გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა ,,სტრიტ ბოლის’’ მოედანი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სკვერის მოწყობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ზღვის უბნის დასახლება მე-11 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, N24-25-26 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 991 000 ლარს დახარჯავს.