ხაშურის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მინი სტადიონები და სკვერები ეწყობა სოფელ ტეზერსა და ხაშურში ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე. დღეს მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

„მინი სტადიონი და სკვერი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, განთავდება დასასვენებელი სკამები, განათებები, სანაგვე ურნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე ნარგავებს, მოეწყობა ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება ტრენაჟორები. საერთო ჯამში, შეიქმნება სივრცე, რომელიც ყველა ასაკის მაცხოვრებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. გვინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცე მოვაწყოთ,"- აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.


მინი სტადიონისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 354 300 ლარს შეადგენს.


აქტიურ ფაზაშია სოფელ ტეზერში, მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.


„პროექტს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ. სკვერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გართობისა და დასვენების საშუალებას მისცემს. აქაურობა განსაკუთრებით მოეწონებათ პატარებს, რადგან განთავსდება შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ატრაქციონები. დასასვენებელ სივრცეში დამონტაჟდება სკამები, გაკეთდება ფანჩატური, გარე განათება, ტერიტორია მოპირკეთდება ფილებით, იქნება მწვანე სივრცეები. ვზრუნავთ ჯანსაღი წესის ხელშეწყობაზე., მინი სტადიონი და გარე გამოყენების ტრენაჟორები სწორედ ამ მიზანს მოემსახურება“-აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას თენგიზ ჩიტიაშვილმა.

 
სოფელ ტეზერში, მინი სტადიონისა და სკვერის მშენებლობის სამუშაოებს,მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 328 500 ლარია.