„საქართველო უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც C ჰეპატიტის დაავადება საბოლოოდ იქნება დამარცხებული“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
"2015 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 82 000 ადამიანი არის ამ დროისთვის უკვე განკურნებულიდა ამ დროისთვის პრაქტიკულად დავიწყეთ საბოლოო ელიმინაციის ფაზაზე მუშაობა.აღარაფერს ვიტყვი თითოეული ასეთი ადამიანისთვის მოტანილ ეფექტზე, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.
რაც შეეხება , ტუბერკულიოზს. ტუბერკულოზის მიმართულებით გვაქვს სერიოზული წინსვლა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების გავრცელება 71%-ით შემცირდა და 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.