„ესე იგი რა მოხდა, მოხდა ის რომ მიიღეს გადაწყვეტილება და თქვეს, ამიერიდან ჩვენ გავბრაზდით, გავიბუტეთ და ჩვენ აღარ გავაგრძელებთ ამ პროექტს, რომლის ბენეფიციარებიც იყვნენ ბავშვები, რომლებისთვისაც სტომატოლოგიური კაბინეტი უნდა გაკეთებულიყო სკოლაში. ამ ყველაფრის ფონზე გამოდის, რომ გაუბრაზდნენ ხელისუფლებას და სჯიან ბავშვებს, ძალიან ცუდად ჩანს ეს, დაფიქრდნენ, შეიძლება ვიღაცა ამაზე, პოლიტიკურად ოპოზიციურად განწყობილი, გულს იფხანს, უხარია, სინამდვილეში ეს ძალიან ცუდი ფაქტია“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხეა და იგივეა ნებისმიერი სხვა მიმართულებითაც.
„დღეს როგორ ხდება - ვინმეს რომ დაესმება ეს დიაგნოზი, სახელმწიფოს აქვს საამისოდ ბიუჯეტი განსაზღვრული და ამ სამ სახელმწიფოში ისრაელი, თურქეთი და ესპანეთი, იგზავნება სახელმწიფოს დაფინანსებით. რა საფრთხე უნდა შეექმნას ამას? - გამორიცხულია რამე საფრთხე შეექმნას.
საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ხორციელდება ჰუმანიტარული მისიები და აქტივობები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ყველა პროგრამა, რომელიც თავსებადია საქართველოს ინტერესთან, საქართველოს საზოგადოების ინტერესთან, მისასალმებელია. ჟენევაში გამართულ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასამბლეაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ბევრ სხვა ორგანიზაციასთან“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის განცხდებით - „ თუ ვინმეს ახლა სურვილი აქვს რომ მარტო იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ვითარება შეატორტმანოს და რაღაცნაირად რელსებიდან ამოაგდოს ქართული განვითარება საქართველოს განვითარება, ამის გულისთვის გაჩარხავს საქმეს, რომ რომელიმე ასეთი დაფინანსება გააჩეროს, ეს ძალიან ცუდი საქმე იქნება. ეს არის მტრობა ქართული ინტერესის. დღეს თუ ვინმე, ვთქვათ, რაღაც ქველმოქმედებას ან კეთილ საქმეს აკეთებს უცხოეთიდან და მას თუ აიძულებენ შეწყვიტონ ეს აქტივობა. რა გამოდის იცით, ხელისუფლება რომ აიძულო, მძევლად აგყავს პრაქტიკულად გაჭირვებული ადამიანები, რომელსაც შეიძლება ეხმარებოდეს ეს უცხოური დაფინანსება.
არ იფიქროს ჩვენმა საზოგადოებამ რომ ეს არის კოლოსალური რიცხვები და ამის გარეშე საქართველო არსებობას ვერ შეძლებს, ასე ნამდვილად არ არის. საქართველო დღეს წელში გამართული სახელმწიფოა და მას აქვს სათანადო რესურსიც და შესაძლებლობაც.“