ამის შესახებ მეუფე შიომ განაცხადა:
"ღმერთი კი არ სჯის, არამედ თვითონ ისჯება ადამიანი. თვითონ ირჩევს სად უნდა იყოს. უბრალოდ ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა, გვთავაზობს იმას, თუ რა არის სიკეთე. უნდა დავფიქრდეთ, დავფიქრდეთ რომ უფალი ჩვენ სინანულის საშუალებას. სინანული არის შემობრუნება გონების, გრძნობების, საქმეების ღმერთისკენ, დედამიწიდან ზეცისკენ. იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ გვთავაზობს მიწიერი ცხოვრება ე.წ სიამეებს, ეს არის ნაკლებად საინტერესო და საკმაოდ მდარე ხარისხის იმასთან შედარებით რასაც გვთავაზობს ჩვენ უფალი იესო ქრისტე. რაც არის მარადიული და რაც არის ნეტარება", -განაცხადა მეუფე შიომ.



